ღაზაში, გაერო-ს თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 75 ადამიანი - ისრაელი მომხდარს იძიებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იძიებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათი ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო.

“ჩვენი ოპერატიული სისტემების შემოწმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი თავდაცვის ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო. მიმდინარეობს ძალების ოპერაციების საფუძვლიანი მიმოხილვა მიმდებარე ტერიტორიაზე", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში და განმარტავენ, რომ შესაძლოა, დარტყმა „ჰამასის“ მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგი იყოს.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800-მდე ადამიანი აფარებდა თავს, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. ორგანიზაციის კომისარმა თავდასხმა ომის ძირითადი წესების აშკარა უგულებელყოფად შეაფასა.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა თავდსხმას ”წარმოუდგენლად შემაშფოთებელი” უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს