გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ასეთია აგენტის ხვედრი, ის უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს - აუცილებლად მოხდება განხეთქილება იქ, სადაც ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და ზურაბიშვილი

„ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აგენტი და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი უწოდა.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, არსებობს ალბათობა, რომ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეუერთდება, რის შედეგადაც, დეპუტატის შეფასებით, მას დღეს არსებული ისედაც მცირე რესურსები, სამომავლო პერსპექტივაში აღარ ექნება.

„ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰყავს ერთი პოლიტიკური დირიჟორი, იმიტომ რომ ერთი PR აგენტი დაუნიშნა „ნაცმოძრაობასაც“, „ლელოსაც“, ყველას. მეორეს მხრივ, თვითონ ვერ თანხმდებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ხვდებიან, 5 ნომერი ბრენდით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, დღევანდელი მოცემულობით, არავის აქვს. ამიტომ არის ზოგი ამერიკულ მუსტანგზე შემხტარი აპირებს ქართული არჩევნების მოგებას, ზოგი „ლეიბების რევოლუციას" აანონსებს, ზოგს გაერთიანება უნდა, ოღონდ ვისთან ჯერ არ იცის, ზოგი ცალკე გამოდის, მაგრამ სად გამოდის, ჯერ არ იცის. ეს მოცემულობა არის დღეს რადიკალურ ოპოზიციაში და ამას, რა თქმა უნდა, ხვდება მათი პატრონი - უცხოური ძალის წარმომადგენელი, ამიტომაც არის რომ, ჰოი, საოცრებავ და ამზადებენ ფორმალურად არჩეულ ზურაბიშვილს. ამის ალბათობა არის, რომ 2-3 თვით ადრე ოპოზიციას შეუერთონ, რაც, რა თქმა უნდა, იქნება „კარგი“ იმისთვის, რომ რაც დარჩენილი არის აქა იქ, სულ მცირედი რესურსი ზურაბიშვილის, ისიც აღარ ექნება და რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოხდება განხეთქილება იქ, სადაც იქნებიან ერთად გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და თავზე ზურაბიშვილი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა მიზნით უნდა უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში წასვლა, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ "ასეთია აგენტის ხვედრი".

„საერთოდ ასეთია სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი. ნუ ახლა, უცხოური ძალის ინტერესებს ატარებს და სტატუსი, კი ბატონო, დავარქვათ რაც გნებავთ. როდესაც უცხოური ძალის ინტერესების გატარების პროცესში შედიხარ, მერე უკვე შენ თითქმის აღარ გეკითხებიან, სად იქნები, რას გააკეთებ, ვისთან შეხვალ კოალიციაში და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის