„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ახალგაზრდების STEM მეცნიერებით დაინტერესებისა და მათში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

„საქართველოს ბანკის“ განმარტებით, პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს ტესტირება.

ფინალისტების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ისინი ერთმანეთს მაისში, ფინალში, პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან.

შემდეგ ეტაპამდე მოსწავლეები და გუნდის მენტორები კომაროვის პროფესიონალებთან ელექტროინჟინერიისა და არდუინოს დაპროგრამების კურსს გაივლიან, რაც მათ დაეხმარება, თეორიული ცოდნა შეიძინონ და ფინალური ტურისთვის საჭირო უნარები გამოიმუშაონ.

„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს მოსწავლეებში STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში მომავალი პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას. ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის პირველი ტურიც წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი და დადებითი უკუკავშირი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი