ალუდა ღუდუშაური - მესამე ძალა, იქნება ეს გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, საერთო წიაღიდან წამოსული არიან - მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება

მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით - მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

მისი თქმით, „ესენი გადაზღვევაზე შემოყვანილი პაიკები არიან, წარმოადგენენ კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას“ და რეალურად არანაირი მესამე ძალა არ არსებობს“.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მდგომარეობა არის არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდი.

„მათ მთელი ეს პერიოდი საკუთარი პროპაგანდა იმაზე ააგეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამით მუხტი ხელოვნურად აეწიათ, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რათა ამ გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიციით, "ქართულ ოცნებას" ძალიან დიდი უპირატესობა აქვს - პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ის, რომ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" 30-35 მანდატის ამარა იქნება. ეს არც გასაკვირი და არც მოულოდნელია - არის ძალიან სამართლიანი და ლოგიკური.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა, შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე ეს პერიოდი ღირსეულად გაევლო და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიიღო", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე