ბათუმში მოქალაქეებმა გამოსახლების პროცესი გააპროტესტეს

არა გამოსახლებას! არა უსახლკარობას! - ამ ლოზუნგებით ბათუმის მერიის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მათი მიზანია, ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეები შეახსენონ, რათა საბანკო დავალიანების მქონე პირებს გამოსახლება და ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

ასევე, სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს, რომელიც აღსრულების პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გამოასახლა.

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია, რომ არ დავრჩეთ ღია ცის ქვეშ, აჭარაში უამრავი ოჯახია, რომელსაც გამოსახლება ემუქრება. ვითხოვთ, ხელისუფლებისგან გვერდში დგომას, დიდი საფრთხეა რომ უსახლკაროდ დავრჩეთ”, - აცხადებენ შეკრებილები

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა