სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს, აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნულით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა გურო იმნაძემ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგანაც არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა მსგავს ან სხვა დანაშაულს ჩაიდენენ, ან გამოძიებას შეუშლიან ხელს.

მისი განმარტებით, სასამართლოს დაცვის მხარემ დაკავებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, ასევე, თუკი სასამართლო ამას საკმარისად არ მიიჩნევდა გირაოს შუამდგომლობაზეც მზად იყვნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი პოზიცია არ გაითვალისწინა.

ამასთან, გურო იმნაძის განმარტებით, ბრალდებულებმა ბრალი ნაწილობრივ აღიარეს, კერძოდ, ისინი ბრალს აღიარებენ აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ნაწილში, ხოლო ჯგუფურად მოქმედების ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

„ერთადერთი დამამძიმებელი გარემოება არის ჯგუფურობა და ამ ნაწილში ბრალდებულების პოზიციაა ის, რომ ისინი ჯგუფურად არ მოქმედებდნენ, უბრალოდ, ორივემ ინდივიდუალურად მიიღო გადაწყვეტილება. მანქანის დაზიანების ნაწილში მზად იყვნენ, რომ მიყენებული ზიანი აენაზღაურებინათ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უსამართლო, იმიტომ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა აჩვენებდა და დაადასტურებდა, რომ ისინი ჩაიდენენ იგივე ან სხვა დანაშაულს ან გამოძიებას შეუშლიან ხელს და ა.შ. მეორე მხრივ, მათი პატიმრობაში ყოფნა პრობლემურია, იმიტომ, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ აკადემიური, თუ სამოქალაქო კუთხით და მათი იზოლაციის არანაირი საჯარო ინტერესი არ არსებობს“ , - განაცხადა გურო იმნაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, კეკელიძის 1-ელ ნომერში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა, მათ შორის კაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია. აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე კი გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე