ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს სიმონა გრანატა-მენგინს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” კანონის შესახებ, ასევე, სასამართლო რეფორმასა და ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს გააცნეს რეკომენდაციების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები.

სიმონა გრანატა-მენგინის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საქართველო დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრის დასასრულს, ლევან ბეჟაშვილმა და ანა წითლიძემ ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადეს საქართველოს 25 წლიანი მხარდაჭერისთვის.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს