ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ მხარი დაუჭირა

ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც ომის დროს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას უკრაინელი ხალხის გენოციდად აფასებს.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ლევან ბეჟაშვილმა, ხატია წილოსანმა და ქეთევან თურაზაშვილმა.

„ომმა არც ერთი უკრაინელი ბავშვი არ დაინდო. უკრაინელი ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველი მსხვერპლნი არიან, არასოდეს არ უნდა იქნან გამოყენებული, როგორც ზეწოლის საშუალება, ან ომის ნადავლი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ყველა უკრაინელ ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში და რომ გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ბავშვის უფლებები და საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი