ანა წითლიძე - მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი - საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიის გამოწვევაზე რომლის წინაშეც დგანან ევროპის ზოგიერთი ქვეყნები, მათ შორის ბელარუსი. როგორც წითლიძემ აღნიშნა, ბელარუსის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გახსენებაც, რომელიც, წითლიძის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია“.

„მინდა პირველ რიგში ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ბელარუსელი ხალხის მიმართ, განსაკუთრებული მადლობა სვეტლანა ტიხანოვსკაიას. მე მესმის, რამდენად რთული, საშიშია ბრძოლა, რომელშიც თქვენ ხართ, ხანდახან ჩანს, რომ იმედი არ არის, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხართ სიმბოლო, გმირი არა მხოლოდ ბელარუსელი ხალხისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დემოკრატიის სჯერა.

რუსეთის აგრესიის შემდეგ, უკრაინაში დემოკრატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში დემოკრატიის იმედგაცრუებაა. ამ გამოწვევების სათავეში დგას ბელორუსი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბელორუსიის დემოკრატიულ განვითარებაზე, უნდა გვახსოვდეს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ადამიანი, რომელმაც გააკეთა ძალიან ბევრი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიისთვის. მისი სახელი მიხეილ სააკაშვილია.

ის ახლა ციხეშია პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პრორუსული ხელისუფლების ბრძანებით. ის იყო პირველი, ვინც 2008 წლის პუტინის რუსეთის სამხედრო აგრესიას წინ აღუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული გზა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ არის პრორუსი ოლიგარქის ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ მხრიდან.

ამ გამოწვევების აღსავსე დროს, რომლის წინაშეც დგას ევროპა, ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, მნიშვნელოვანია ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად და გავიმარჯვოთ ერთად. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ. დემოკრატია გაიმარჯვებს.” - განაცხადა ანა წითლიძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

ანა წითლიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები