საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება - კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

„საქართველოს ბანკის“ კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ფედერაციის ინიციატივით, ქართული კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრების სერია - All Star-ი გაიმართება.

„საქართველოს ბაკის“ ცნობით, All Star-ის ფარგლებში, საკალათბურთო მატჩებში მონაწილეობას სუპერლიგის მოთამაშეები მიიღებენ.

„მათი შერჩევა კი ხმის მიცემის მეთოდით მიმდინარეობს. გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს, თითო გუნდიდან ორ-ორი უკანახაზელი, ორ-ორი ფორვარდი და ერთი ცენტრალური მოთამაშე შეარჩიოს.

ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

All Star-ის ფარგლებში ჩატარდება ჩატენვების, სამ-ქულიანების კონკურსი და All Star-ის თამაში.

საკალათბურთო მატჩები 28 იანვარს, თბილისი არენაში გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა