ირაკლი ქადაგიშვილი - როცა საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებს, ჩვენი ქვეყანა უპირობო ლიდერია, მაგრამ როგორც კი შეფასებაში ქართული „ენჯეო“ ერთვება, საქართველო მაშინვე ბულინგის ობიექტი ხდება

როდესაც საქართველოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებს, საქართველო უპირობო ლიდერია, მაგრამ როგორც კი შეფასებაში ქართული „ენჯეო“ ერთვება, საქართველო მაშინვე ბულინგის ობიექტი ხდება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“, რომლის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა - მეორე, ხოლო საქართველო მესამე ადგილზეა.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, მსოფლიოში ყველა კომპეტენტური მკვლევარი საქართველოს ლიდერ ქვეყნად წარმოაჩენს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რადიკალური ოპოზიციის გზავნილების გადამღერებით არის დაკავებული.

ქადაგიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც პოლიტიკური, ასევე მერკანტილური ინტერესები აქვთ.

„ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი არის პოლიტიკური მიზეზი, რასაც საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებული „ენჯეოები“ ახორციელებენ. გვახსოვს, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ რა მოტივებითა და გზავნილებით გამოდიოდნენ. ასევე გვახსოვს მათი პოზიციები 2020 წლის არჩევნების საბოტაჟის კუთხით. გარდა ამისა, მათი დამოკიდებულება ძალიან მერკანტილურია - თანხები რასაც იღებენ უნდა გაამართლონ: - აი, ჩვენ ვართ კრიტიკულები, საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ვიბრძვით და ამიტომ ჩვენი დაფინანსება არ უნდა შეწყდეს. ამაში იღებენ ფულს. ამიტომ მათი საქართველოსადმი დამოკიდებულება მუდმივად არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი იქნება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა