ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მდგომარეობა კრილოვის იგავივითაა - როგორც არ უნდა დასხდნენ, გადალაგდნენ და გადმოლაგდნენ, მათგან საქართველოს სასარგებლოდ ორკესტრირებული მუსიკა ვერ გამოვა - მათ შორის ვერც ევროპის ჰიმნს ვერ დაუკრავენ

ოპოზიციის მდგომარეობა კრილოვის ცნობილი იგავივით არის - როგორც არ უნდა დასხდნენ, გადალაგდნენ და გადმოლაგდნენ, მათგან საქართველოს სასარგებლოდ ორკესტრირებული მუსიკა ვერ გამოვა - მათ შორის ვერც ევროპის ჰიმნს ვერ დაუკრავენ, - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, კარგა ხანია, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის რიგებშია.

„ის მყარად არის ჩაწერილი ოპოზიციის რიგებში, ხოლო კიდევ როგორ უნდა ჩაეწეროს, ეს ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხია. ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ოპოზიცია რას და როგორ მოახერხებს. გამომდინარე აქედან, სალომე ზურაბიშვილი დაასრულებს თავის ვადას როგორც პრეზიდენტი თუ რომელიმე პარტიის სიაში ჩაეწერება, არ მგონია ეს საქართველოს პოლიტიკის სურათს გლობალურად ცვლიდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს