„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია. ბანკთან თანამშრომლობით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37ა-ში პრემიუმ კლასის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 3.8 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ დოლარს შეადგენს.

დეველოპერული პროექტი 2 323 კვ.მ-ზე 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც 84 საცხოვრებელი ბინა, საოფისე ფართები, გამწვანებული ეზო და პარკინგის სივრცე განთავსდება. მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2026 წლის დეკემბერში დასრულდება.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, გიორგი წეროძის განცხადებით, კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას 2024 წელსაც აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ. „ინვესტ დეველოპმენტთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად რამდენიმე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის მრავალფუნქციური საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ჩხიკვაძისა და ტერევერკოს ქუჩებზე. ახალი პროექტი კი, თბილისის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ უბანში, ბაგებში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს. კომპანია სამომავლოდ თბილისში მეტი ახალი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი წეროძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია