დმიტრო კულება - დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს

დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიკოლაევში დანიელ კოლეგა ლარს ლეკე რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დიდი მადლობა ლარსს გარანტიისთვის, რომ დანიის მიერ [უკრაინისთვის] F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ჩაშლის ჯერ არანაირი საფრთხეები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ დანია თავისი სიტყვის ერთგულია და F-16 თვითმფრინავები, რომლებსაც დანია პირველი დაჰპირდა უკრაინას, ჩვენს საჰაერო სივრცეში იქნებიან, ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ F-16 თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიული იყო და „ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.”

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება