ბექა ოდიშარია - თუ  სამუშაო პროცესში ოპოზიციის შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ქვეყანაზე სასწაულები ხდება - ოპოზიციისთვის ეს ბოლო შანსია, სადაც მოხდება ლუსტრაცია

თუ პროცესში [ოპოზიციის] შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ, რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება - ოპოზიციისთვის ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია, მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ევრო რეკომენდაციების 9 პუნქტთან დაკავშირებით, შესრულების თაობაზე 29 იანვარს დაგეგმილ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოდიშარიამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ სამუშაო შეხვედრაზე ელის „ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ყველა დაინტერესებულ ჯგუფსა თუ ინდივიდს, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე“.

მისივე თქმით, „თუ ვინმეს სურვილი აქვს [სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის], კარი ცხვირწინ არავის დაეხურება“.

„გვესმის ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვარაუდი, ისინი ფიქრობენ, რომ პროცესს შემოუერთდნენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. თუ პროცესში შემოერთება იქნება კონსტრუქციული და არა დესტრუქციული, ვიწამებ რომ ამ ქვეყანაზე სასწაულები ხდება. არ მინდა, წინასწარ დავაზიანო პროცესი და ვთქვა, რომ არ მჯერა, რომ შემოერთდებიან. ჩვენ გვსურს, რომ შემოუერთდნენ, რადგან ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. არ ვაკეთებთ პარტიულ საქმეს, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის მომავლის საქმეს. ოპოზიციისთვის, ჩემი აზრით, ეს ბოლო შანსია, ზღვარია, სადაც მოხდება ლუსტრაცია - მართლა უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუ არა, როგორც ეს დადასტურდა პირველ ეტაპზე, როდესაც 12 რეკომენდაციაზე ვიმუშავეთ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი