რამდენიმე ქვეყანამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა

იტალიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი ავრცელებს.

„7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმის შემდეგ იტალიის მთავრობამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეაჩერა. ცოტა ხნის წინ, მოკავშირე ქვეყნებმა იგივე გადაწყვეტილება მიიღეს“, - წერს ანტონიო ტაიანი X-ზე.

იტალიასთან ერთად, გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება აშშ-მა, კანადამ და ავსტრალიამაც შეაჩერა.

მოკავშირეებმა გაერო-ს სააგენტოს დაფინანსება მას შემდეგ შეუჩერეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტომ განაცხადა, რომ რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა და შესაბამისი გამოძიება დაიწყო.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება