28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღონისძიება გამართა. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2024 წლის 1 მარტიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონი შედის ძალაში, რომელიც პირადი ინფორმაციის დაცვის ახალ სტანდარტს აწესებს.

„შესაბამისად, ეს წელი საზედამხედველო ორგანოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 28 იანვრის ღონისძიების ძირითადი ნაწილიც სწორედ ახალ კანონს მიეძღვნა.

ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესი მომოიხილა და საზოგადოებას იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სამსახურმა პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ განახორციელა და რომელსაც აქტიურად აგრძელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ასევე მიმოიხილა საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გასული წლის მიღწევები და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს საქართველომ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს (EDPB) საქმიანობის დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა.

სიტყვით გამოსვლისას ლელა ჯანაშვილმა დააანონსა ახალი ტრენინგ-კურსი, რომელსაც სამსახური მონაცემთა დამუშავების საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის 31 იანვრიდან იწყებს. თითოეული კურსი ორდღიანია და მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონმდებლობის, მოქალაქის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა- ლევან იოსელიანმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

ღონისძიების მეორე ნაწილში ლელა ჯანაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალის მეორე ნომერი და არასრუწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი გზამკვლევი წარუდგინა. გაიმართა ვიდეოების პრეზენტაციაც, რომელიც სამსახურმა 28 იანვრისთვის კამპანიის ,,კონფიდენციალურობა შენი უფლებაა" ფარგლებში მოამზადა. ვიდეოებში ისტორიკოსი - გიორგი კალანდია, ექიმი-ნუგზარ უბერი, ფსიქოლოგი-რამაზ საყვარელიძე, სოციალური ქსელის META-ს პროექტის მენეჯერი- მარიამ შარანგია და ფოტოგრაფი, სოციალური მეწარმე- ანა გოგუაძე პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ვიდეორგოლები ეტაპობრივად, სამსახურის ოფიციალურ გვერდსა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება.

აღნიშნულ ღონისძიებას 50-ამდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, საჯარო, კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო