შალვა პაპუაშვილი - სამუშაო ფორმატის ფარგლებში ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს - იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება

ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს - ფორმატის ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია.

„ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკთ და ნაბიჯებით ვმოქმედებთ, რომელიც იქ არის გაწერილი. დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ საკითხების განხილვაში როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. ჩვენი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც 9 ნაბიჯიდან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია. მე იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება. ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა