ანა ნაცვლიშვილი - ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო

„ლელო“ პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას არ დაესწრება.

როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელო“ საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელში, ხვალ წარუდგენს მედიას.

მისივე თქმით, „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო ფორმატებში რეფორმების განხილვის პროცესში.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირში გაწევრიანება.

„ქართულმა ოცნებამ“ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გატარებაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს, „ლელო“ ემსახურება საქართველოს. ამიტომ ჩვენ სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ისტორიულ შანსს. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია