მაკა ბოჭორიშვილი - „ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს - როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო!

„ლელოს“ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს - როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, ეძახეს „მაჩანჩალა“ და „შავი ხვრელი“ მაშინ, როცა ეს ასე არ იყო! - ასე ეხმიანება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან "ლელოს" გადაწყვეტილებას, რომელიც 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება.

ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით.

„ლელოს" არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს - როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, არაჩვეულებრივად გამოიყენეს ეს სტრატეგია, ეძახეს "მაჩანჩალა", ეს მათი სიტყვებია, მაშინ, როცა არანაირად არ იყო მაჩანჩალა, ეძახეს "შავი ხვრელი" მაშინ, როცა ეს ასე არ იყო. შესაბამისად, ვერაფრით გავყვები "ლელოს" სტრატეგიას, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა წავიდეს წინ. გადადგმულმა ნაბიჯებმა რა შედეგი მოუტანა ქვეყანას, ეს მგონი, ყველასთვის ცხადია,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა უპასუხა ასევე კითხვას, რატომ არ არიან წარმოდგენილნი შეხვედრაზე ISFED და საია და აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი სამოქალაქო ორგანიზაციაა და შეუძლებელია ყველა მოიცვა.

„აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა არის საუკეთესო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ შეხვედრებში და ეს არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში, სხვანაირად, წარმოუდგენელი იქნება მოიცვა ყველა ორგანიზაცია. თუკი ამის სურვილი აქვს ვინმეს, პლატფორმა იძლევა ასევე შესაძლებლობას უზრუნველყონ მათი მონაწილეობა პლატფორმის შეხვედრებშიც და მსგავს შეხვედრებში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე