ნინო ჩხობაძე - სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ პლატფორმას, სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და მისი უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებისას

სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ პლატფორმას, სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და მისი უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს,- ამის შესახებ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ პარლამენტში, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩხობაძის თქმით, მათი დაჟინებული მოთხოვნაა სამუშაო ჯგუფების ფორმირება.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ამ ფორმატში შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება. ამასთან, ჩხობაძე აცხადებს, რომ პლატფორმის მიერ შეთავაზებული ფორმატის გაგრძელების საჭიროებასაც ხედავს.

"სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ პლატფორმას, ჩვენ ვთვლით, რომ სამოქალაქო სექტორი უფრო დიდია და უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს ამ სექტორის გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩართულობა არ ნიშნავს მონაწილეობას, ჩართულობა ნიშნავს, კონკრეტული წინადადებების წარდგენას და მათ მოსმენას. ჩვენ ვართ ის ელექტორატი, რომელიც ირჩევს ამ პარლამენტს, უფლება გვაქვს მოგვისმინონ და ძალიან მნიშვნელოვანია მოგვისმინონ.

შევჯერდით, რომ გარკვეულ საკითხებზე იქნება საუბარი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღია და ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რაზე ვდავობთ, რა არის მნიშვნელოვანი. თუნდაც ის, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, რაში მდგომარეობს დამოუკიდებლობა, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს სამუშაო ფორმატი ამას არ ეყოფა. ვთვლით, რომ უნდა იყოს სამუშაო ჯგუფები კომიტეტებთან, საკომიტეტო ღია განხილვები ისედაც ხდება, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო მეტი ჩართულობით. სამუშაო ჯგუფებში უფრო მუშა წესით იხილება ყველას წინადადება, საკომიტეტო მოსმენებისას ჯერ პარლამენტარებს ეთმობა დრო და შემდეგ მესამე სექტორს. ამიტომ სამუშაო ჯგუფებში მუშაობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ სამუშაო ჯგუფების ფორმატები იყოს უფრო გახსნილი, მეტი ჩართულობით და მეტი სწორი გადაწყვეტილებებით საბოლოო ჯამში,"- განაცხადა ჩხობაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება