რომან გოცირიძე საკადრო ცვლილებაზე - ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ღრმად ჩართვას არა თუ პარტიულ მენეჯმენტში, არამედ მთავრობის საქმიანობაში - დაინახა, რომ ამ მთავრობით არჩევნებზე გასვლა მარცხს ნიშნავდა

ნათქვამია: - ისტორია მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი - როცა ირაკლი ღარიბაშვილი პირველად მოულოდნელად მოხსნეს, ტრაგიკული დრამა გათამაშდა, მეორედ მოხსნა უკვე ფარსია, თუმცა პიროვნული ტრაგედიის შემცველი, - ასე ეხმაურება პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილიირაკლი კობახიძით შეცვლის გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

გოცირიძის აზრით, ახლო მომავალში საზოგადოება ღარიბაშვილის მიერ ფორმირებული საკადრო ვერტიკალის მეორედ წმენდის პროცესის მომსწრე გახდება, რაც მისივე თქმით, შიდა ინტრიგებსა და შიდა ქაოსს გაზრდის.

„როცა პირველად გადააყენეს, ირაკლი ღარიბაშვილი დილით მომავალი წლის სამოქმედო გეგმებს სახავდა. მას ახლაც ეგონა, რომ შავი ზღვის ფსკერზე გაიყვანდა კაბელს ბომბეიდან ბუდაპეშტამდე. არ დასცალდა...

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ღრმად ჩართვას არა თუ პარტიულ მენეჯმენტში, არამედ მთავრობის საქმიანობაში. დაინახა, რომ ამ მთავრობით არჩევნებზე გასვლა მარცხს ნიშნავდა.

ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის პირობებში პარტიის თავმჯდომარის პოსტი არაფერს ნიშნავს. მის დაქვემდებარებაში ყოფნა ბევრი დამცირების გადატანას ნიშნავს.

ივანიშვილმა საკადრო რესურსი ამოწურა - „ქართუში“ ვინც წერა-კითხვა იცოდა ან მთავრობაში მოიყვანა, ან - პარლამენტში. ზოგი მოისროლა, ზოგიც თბილ ადგილებზე განამწესა. განახლებული მთავრობა კვლავ უფერული კადრებით შეივსება.

ყოველივე ეს „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის მაჩვენებელია და ამას ოპოზიციის მხრიდან გამოყენება სჭირდება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი