მიხეილ დაუშვილი - დღევანდელი გადაწყვეტილება მადლობასაც კი იმსახურებს - საარჩევნოდ საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივდა

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში რაც ხდებოდა, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იყო, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაყენებით, ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე საქმე გაუადვილა.

„ღარიბაშვილი კი არ გადადგა, რა თქმა უნდა, ივანიშვილმა გაუშვა. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ რეალურად პრემიერ-მინისტრი თვითონ იყო, გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდა.

რაღაც კუთხით, შეიძლება, მადლობასაც კი იმსახურებდეს, მისი დღევანდელი გადაწყვეტილება, ალბათ, საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საარჩევნოდ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან უშვებდე ადამიანს, რომელსაც „ქართული ოცნების“ რაღაც მაინც გააჩნია - „ქოცია“ და ამ დროს, ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც არავითარი რეიტინგი არ გააჩნია, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს ადამიანი [ირაკლი კობახიძე] უარყოფითი რეიტინგის მატარებელია, არა მხოლოდ საზოგადოებაში, თვითონ „ოცნებაშიც“ კი. საინტერესოა, საერთოდ, რა იყო ამ გადაწყვეტილების რაციონალი.

რაღაც კუთხით ღარიბაშვილის მდგომარეობაში შევდივარ, ემპათია მიჩნდება. წარმოიდგინეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენი ცუდი რამ გააკეთა, თან გააკეთებინეს. მაგალითად, რა ილაპარაკა უკრაინაში ომი რომ დაიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ იკადრა, აკადრეს და ამის მიუხედავად, რა ფორმით გაუშვეს, თან გააგდეს. რეალურად უბრალოდ ადგა და კიდევ ერთხელ გააგდო.

ცოტა ხანში რომ კობახიძეს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად, რაღაც კუთხით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა