„ჰამასი“ - არ მივიღებთ არანაირ შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას არ ითვალისწინებს - ღაზაში სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა გვსურს

“ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.

დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს.

ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში "სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა" სურთ.

„ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის სრულ და ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე და არა დროებით ზავზე. შესაძლებელია დანარჩენი დეტალების განხილვა, მათ შორის მძევლების გათავისუფლება“, - აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მისი თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება