„ჰამასი“ - ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მივიღეთ და შევისწავლით

დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, მათ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიიღეს, რომელსაც შეისწავლიან.

ჰანიეს თქმით, „ჰამასის“ პრიორიტეტია შეაჩეროს ისრაელის სამხედრო შეტევა და უზრუნველყოს ისრაელის ჯარების სრული გაყვანა ღაზის სექტორიდან. მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

მისივე თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.

აღნიშნული კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა „ჰამასმა“ და განმარტა, რომ არ მიიღებენ არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.

ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში „სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა“ სურთ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს