პროკურატურა გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებზე - გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ

კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა.

„ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვლილა, რის გამოც ბრალდების მხარემ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად, ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც დაკავებულების ადვოკატმა გურამ იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბრალდებულები ზიანი ფაქტს სასამართლოშიც აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებაზეც მზაობას გამოთქვამენ.

„რეალურად, ორივე ბრალდებული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზეც აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, ქონების დაზიანებას არ უარყოფდნენ, ასევე, ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზეც მზაობას გამოხატავენ. ახლა კომუნიკაცია გვაქვს აღსრულების სამსახურთან, ვცდილობთ ყველა ტექნიკური დეტალი გავიაროთ, როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება, ასევე პროკურატურასთანაც გვაქვს კომუნიკაცია. შეიძლება ორივე ბრალდებული გამოიკითხოს, რათა მათი ოფიციალური ჩვენებებითაც დააფიქსირეს, რომ ისინი ჩადენილ ქმედებას არ უარყოფენ“, - განაცხადა იმნაძემ.

გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე სასამართლოში მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ცნობისთვის, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში