ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს

ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს, - აღნიშნული განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა, რითაც ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან კორუფციის გამო გადააყენეს.

მისი თქმით, ეს არის საფუძველი აგონიაში ჩავარდნილი ოპოზიციისათვის თავის მართლების და სიტუაციის ახსნის მათებური მცდელობა.

„ოპოზიციას, ყოველთვის სჩვევია, რომ რაღაც იარლიყების დაკიდებით და შემკობით გავიდეს ფონს. ჩვენ თუ დავაკვირდებით იმ შეფასებებს, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოგვცა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით, დავინახავთ, რომ საქართველო ამ მხრივ მართლაც წარმატებული ქვეყანაა. ასე რომ ეს არის საფუძველი აგონიაში ჩავარდნილი ოპოზიციისათვის თავის მართლების და სიტუაციის ახსნის მათებური მცდელობა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილმა ასევე ისაუბრა „ლელოს” ბოიკოტზე, რომელიც მან გუშინდელ შეხვედრას გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ეს „მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა იმისა, თუ დღეს სად იმყოფება საქართველო, რას ითხოვს მისი პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პარტიებისგან“.

„ლელომ“ ამ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა იმისა, თუ დღეს სად იმყოფება საქართველო, რას ითხოვს მისი პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური პარტიებისგან. ეს, რა თქმა უნდა, თავის თავს დააბრალონ მერე რა შედეგებიც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წილი გასაკეთებელი სამუშაოსი, რაც ამ 9 რეკომენდაციის გზაზე, პარლამენტის გასაკეთებელი იქნება - შესრულდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი