დმიტრო კულება - ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან

ვფიქრობ, რომ ორბანი და სიიარტო არა პრორუსი, არამედ პროუნგრული პოლიტიკოსები არიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრული ახალი ამბების პორტალ Telex-თან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის დასავლეთსა და უკრაინაში გაჩენილ განცხადებებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ.

“ეს რომ დადასტურებულიყო [რომ ორბანი და სიიარტო პრორუსულად არიან განწყობილი], დიდ პრობლემებს მოიტანდა ევროკავშირისთვისაც და უნგრეთისთვისაც, მაგრამ ვფიქრობ, ისინი პროუნგრულად არიან განწყობილნი. პრორუსები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ პეტერი [სიიარტო] ახლანდელ შეხვედრაზე არ განაცხადებდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს ”, - განაცხადა კულებამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ