წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შემდგომ, მარშალ გელოვანისა და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება - თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებითაც

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სადაც კომპანია „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული პროექტები განმარტეს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც.

„როგორც იცით, "“რამბოლის“ დოკუმენტში მითითებულია, რომ თითოეული ღონისძიების, მათ შორის, დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზია პირველ რიგში ჩასატარებელი. თბილისის მერიამ ასეთი დავალება უკვე გასცა. ამ და სხვა ღონისძიებების მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზი უნდა ჩატარდეს დროში გაწერილი გეგმის შესაბამისად და შემდგომში იქნება მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები.

ზემოთხსენებული პროექტების გარდა, ძირითადი რეკომენდაციებიდან რამდენიმეზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი მეტროს შერჩეული სადგურების რეაბილიტაციის და მისაწვდომობის გაუმჯობესების (მათ შორის მეორე ამოსასვლელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებით) პროექტი. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნებზე გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობა. პარალელურად, მიმდინარეა საავტობუსო ქსელის რესტრუქტურიზაცია და გამართვა, რომელიც დროში გაწერილი პროცესია და ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორიცაა - საავტობუსო პარკის განახლება, 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადამიანური რესურსები“, - აღნიშნავენ მერიაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი