შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ხოლო პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

მისივე თქმით, მათი მიზანია, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი კვირის ბოლოს საქართველოს ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს და დამტკიცდეს.

„ხვალ პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. ასე, რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ, ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც ხვალ მიღებული იქნება. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ ყრილობა იქნება და ყველა ის საკითხები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს ოფიციალურად წარდგენილი იქნება.

რაც შეეხება ახალი მთავრობის და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭოზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა, დამტკიცება მოხდება, პროცედურა შემდეგ პარლამენტი გადმოინაცვლებს, სადაც ფრაქცია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს, ჩვენი მიზანი არის, რომ მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ უკვე ახლად დამტკიცებული მთავრობა გვყავდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ