შალვა პაპუაშვილი -  „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს

ვფიქრობ, „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს - ის ყველაზე რადიკალურად იქცევა და ვფიქრობ, ევროკავშირსაც შესაბამისი რეაქციები უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

„ლელო“ ზოგადად საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი „ჩიხუახუას სინდრომი“. ჩიხუახუა იცით, რომ ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს. თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს. მოკლედ, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს განსაკუთრებით „ლელო“ წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს დღის წესრიგი თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი უკვე ირონიის და სიცილის გარდა მე მგონი, სხვა სერიოზულ რეაქციას არ იწვევს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ