შალვა პაპუაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს, საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს, კანონპროექტის სახით, 2 კვირაში სამუშაო შეხვედრაზე წარვადგენთ

ანტიკორუფციული ბიუროს, საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს, კანონპროექტის სახით, 2 კვირაში სამუშაო შეხვედრაზე წარვადგენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე პროცესების გამო, ორი კვირით გადაიწევს. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეთანხმება მიიღწევა.

„სამოქმედო გეგმაზე სამუშაო შეხვედრაზე გვქონდა საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულმა პროცესებმა გადაიწია და ჩვენ ორი კვირით ვადები შეთანხმებით გავახანგრძლივეთ. როგორც იცით ჩვენ 2 კვირაში კვლავ გვექნება შეხვედრა ოპოზიციასთან იმავე ფორმატში. იქ უკვე წარვადგენთ კანონპროექტის სახით როგორც ანტიკორუფციულ, ისე საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებებს და გვექნება უკვე კანონპროექტებზე მსჯელობა. ვნახოთ, იმედია შევთანხმდებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ