ნათია თურნავა - ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც მისასალმებელია - როცა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხდება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები გაიაფდება

მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება.

„უნდა ითქვას, რომ პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო, მოსალოდნელზე უფრო მეტად დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს რა თქმა უნდა, ამას გავადევნებთ თვალს, ერთ-ერთი ნიშანი არის საკრედიტო აქტივობის ზედმეტად დაჩქარება თუ მოხდა, დღეს ეს არის მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ეს დაკავშირებულია მათ შორის ჩვენ პოლიტიკასთანაც“,- აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ განმარტა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც.

"მიგრანტების ეფექტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო 2022 და 2023 წელს, ეს ასეა, თუმცა ჩვენ, ეროვნული ბანკი არასდროს ვუყურებდით ამ ფაქტორს, როგორც გრძელვადიანს. ეს იყო ფაქტორი, რომელმაც თავისით შეიტანა კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, შეიტანა ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ყოველგვარი კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები, რაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ დოზით არ მოხდებოდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც. ჩვენ ამას არასდროს მივიჩნევდით გრძელვადიან ფაქტორად, ერთჯერადია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომის მყისიერი ეფექტი მიგრანტების შემოდინება იყო უკვე თანდათან მიილია, ეს სწორედ ამას ნიშნავს",- აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, „გზავნილები შემცირებულია მათ შორის რუსეთიდანაც“.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა