კახა კალაძე - ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა” - ერთი პატრონი ჰყავთ, უსამშობლო ადამიანები არიან

ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან, ზოგი შეიძლება “ლელო” იყოს, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”- დღეს შეიძლება დაყოფილები იყვნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ. უსამშობლო ადამიანები არიან , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის გაერთიანება არ აინტერესებს.

“საერთოდ არ მაინტერესებს. გვარამია დიდი ხანია პოლიტიკაშია, გვახსოვს მისი განცხადებები და კონკრეტული ქმედებები. ის, რომ თითქოს ახლა შემოდის პოლიტიკაში ძალიან დიდი სიყალბეა, პოლიტიკაში იყო და წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ის ადამიანები, ვინც დაყოფილები არიან ზოგი შეიძლება “ლელო” იყოს, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, საერთო ჯამში წარმოადგენენ ერთ ხაზს, რომელსაც ერქვა “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს შეიძლება დაყოფილები იყვნენ, მაგრამ ერთი პატრონი ჰყავთ. უსამშობლო ადამიანები არიან, რომელთაც ქვეყნის ინტერესი არ გააჩნიათ, რასაც დაავალებენ და ეტყვიან, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯები იყოს, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ”,-აღნიშნა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია