ხატია დეკანოიძე - ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, თებერვლის ბოლოს გაირკვევა - ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე

ვესაუბრები გვარამიასაც, მელიასაც, საბოლოო კონფიგურაცია ალბათ, გაირკვევა თებერვლის ბოლოს - ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას, ისევე როგორც ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას კონსულტაციები აქვთ სხვა ადამიანებთან და აქ არ გულისხმობს მხოლოდ ცნობილ სახეებს.

„ჩემი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა მაქვს როგორც ნიკა მელიასთან, ისე ნიკა გვარამიასთან, ამ ადამიანებთან მაკავშირებს მრავალი წელი. პოლიტიკურ ჩარჩოს და კონფიგურაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი, კონფიგურაცია გაირკვევა, ალბათ, თებერვლის ბოლოს. არსებობენ ადამიანები და აქ მხოლოდ ცნობილ სახეებზე არ არის საუბარი, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრებით, ესაუბრება ნიკაც, მეორე ნიკაც. მე ყოველთვის ვიყავი სინერგიის და ერთობის მომხრე და მნიშვნელოვანია, სინერგია იყოს კონკრეტული განსაზღვრული იდეის გარშემო, იმედი მაქვს ასეც იქნება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების საგარეო პოლიტიკა არ არის აცდენილი ერთმანეთს - დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უარყოფის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის გარეშე არ მიღებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას