რატი ბრეგაძე - ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ - მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ

ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ - მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, მთავრობის მომავალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ვრცლად ისაუბრებს.

“პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე. ასევე, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოზიციაზე. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მათ, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვართ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ.

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი გუნდი არის სრულ მზადყოფნაში, სადაც გადაწყვეტილება {მიღებული} იქნება იქ ვიმუშაოთ”, - განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი მედიასთან საუბრისას მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტია რა პოსტს გამოაქვეყნებს.

ამასთან, მან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

“რაც შეეხება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, პირველ რიგში, ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, მე ძალიან ვაფასებ მეგობრობას, ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად იქნება ჩემი მეგობარი დასაქმებული და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის, რაზეც ასე ვრცლად ვისაუბრე. ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი. შესაბამისად, მე მეგობარზე რას დავწერ და როგორ დავწერ, ნება მიბოძეთ და ეს არის ჩემი გადასაწყვეტი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში