თსუ-ის მე-6 კორპუსის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თსუ-ს მე-6 სასწავლო კორპუსში მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა.

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების სისტემა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.

თსუ-ს კანცლერის ლაშა საღინაძის განცხადებით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მე-6 კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ამ კორპუსის შიდა ინფრასტრუქტურისა და სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია.

„თსუ-ს მე-6 კორპუსში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ახლა იგეგმება შიდა სამუშაოები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თსუ-ს მე-6 კორპუსი სრულად რეაბილიტირებული, შშმ პირებზე მორგებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს