ალეკო ელისაშვილი - ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ - მინისტრებს - ივანიშვილი „ქართული ოცნების" ოფისში წესრიგს ამყარებს

ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ - მინისტრებს - ივანიშვილი „ქართული ოცნების" ოფისში წესრიგს ამყარებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება და უბრალოდ, კობახიძე გაანალიზებს, რით აბრაზებდნენ წინამორბედები ივანიშვილს.

„ეს არ არის საყურადღებო ცვლილებები, ეს არის ის, რომ "ქართული ოცნების" ოფისში წესრიგს ამყარებს ბიძინა ივანიშვილი და ისევ თავის გემოზე ცვლის ვიღაცებს და პარტიაში უშვებს. განსხვავებული ეკონომიკური ხედვა წარმოადგინა კობახიძემ ან წარმოადგენს თუ საგარეო პოლიტიკური ხედვა ექნება?! ერთადერთი, რასაც იზამს, არის ის, რომ კარგად გაანალიზებს, რით გაანაწყენეს წინა პრემიერებმა მათ შორის, ღარიბაშვილმა 2 -ჯერ რატომ გაანაწყენა ივანიშვილი, რა იყო მიზეზი და ეცდება ამ მიზეზების პრევენციას საკუთარ თავში. ფაქტია, რაღაც აბრაზებს ხოლმე ივანიშვილს, რომელიც დროდადრო გამოვარდება ხოლმე წკეპლით და დაერევა ამ თავის პრემიერ-მინისტრებს. ღარიბაშვილს ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად. ამას გაანალიზებს კობახიძე და მოიქცევა ისე, რომ ისიც თავჩაღუნული არ გამოვიდეს და არ გვითხრას ასეთი პარადოქსი, რომ თითქოს თან ძალიან წარმატებულია და ამ წარმატების პიკზე უშვებენ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს