საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება

საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. გიორგი ბარვენაშვილი "ქართული ოცნების" სიაში 71- ადგილზეა.

კობახიძეს, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მესამე ნომერია, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხი.

ინფორმაციისთვის, დღეს ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. 2 თებერვალს, პარლამენტის ბიურო მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგს და საკომიტეტო, ოპოზიციის და უმრავლესობის მოსმენის გრაფიკს დაამტკიცებს. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება