იოავ გალანტი - გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ ლეგიტიმაცია დაკარგა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან გამოყოფილი თანხები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მეშვეობით ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად და ტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა“, - განაცხადა იოავ გალანტმა.

იოავ გალანტმა გაერო-ს ელჩებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სამხედრო მოქმედებებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თავის მიზნებს არ მიაღწევს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

მოგვიანებით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის: აშშ-მა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა სააგენტოს დაფინანსება შეუჩერეს. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ ამ საკითხზე შესაბამისი გამოძიება დაიწყო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს