ღაზაში ომის პროტესტის ნიშნად, თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა DHA ავრცელებს.

მათი ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა თურქეთში მდებარე Proctor and Gamble-ის (P&G) ქარხანაში შვიდი მუშა მძევლად აიყვანა.

პოლიციამ ქარხანასთან მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს.

აშშ-ში მდებარე P&G-ის სათავო ოფისში მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

"დღეს ადრე, გებზეში მდებარე ჩვენი ქარხნის ევაკუაცია მოვახდინეთ და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ვმუშაობთ უსაფრთხოების გადაუდებელი სიტუაციის მოსაგვარებლად”,-განაცხადეს კომპანიის სათავო ოფისში.

ფოტოზე, რომელიც თურქულ მედიაში ვრცელდება, ეჭვმიტანილს შავ-თეთრი არაბული თავსაბურავი აქვს, რომელიც მის სახეს ფარავს და ხელში იარაღი უჭირავს. იგი კედელთან დგას, რომელზეც თურქეთისა და პალესტინის დროშებია გამოსახული წარწერით - “ჭიშკარი გაიღება. ან მუსალა [სალოცავი ადგილი] ან სიკვდილი”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში