გურამ მაჭარაშვილი - ახლა სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბანაობაა პარლამენტში - მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას

ახლა მისი [სალომე ზურაბიშვილის] ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას დიდი მოლოდინი არ აქვს, “რომ რაიმე საინტერესოს იტყვის [პრეზიდენტი]. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას”.

„პრეზიდენტს ბოიკოტი საზოგადოებამ გამოუცხადა, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც თვითონ გამოუცხადა ჯერ ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და კონსტიტუციას ბოიკოტი. ახლა, გასაგებია ფორმალური მხარეა მისი ბოლო ბანაობაა საქართველოს პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით. ახლა მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე საინტერესოს იტყვის. მოჰყვება ზღაპრებს და დააბრალებს ყველაფერს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას. შესრულდება ფორმალური მხარე, რომ მოვა პრეზიდენტი და იტყვის თავის სიტყვას”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია