მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, „ნაცმოძრაობამ“ თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც „ოცნებამ“ თავის სატელიტებიანად, ჯამში 50%-ზე ნაკლები აიღონ

2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად, ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მთავარი ამოცანაა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდონ.

„ჩვენთვის “ნაცმოძრაობა” მხოლოდ სახელწოდება, სახელი და გვარი ან კონკრეტული პიროვნება არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენთვის არის ქცევა - ვისთან არ შეიძლება კოალიციის გაკეთება, ვის არ შეიძლება, რომ ანდო ქვეყანა. ჩვენი პოზიცია არის ასეთი - 2024 წლის არჩევნებზე ჩვენი მიზანი არის, რომ “ნაცმოძრაობამ” თავის განაყოფებიან, დანაყოფებიან, მარტივ მამრავლებიანად ისევე როგორც “ოცნებამ” თავის სატელიტებიანად, ერთად ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, არცერთს არ უნდა ჩაუგდო ძალაუფლება ხელში. ეს არის ჩვენი ამოცანა.

“ნაცმოძრაობა” ჩვენთვის არის ცალსახად წითელი ხაზი”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა