ჯო ბაიდენმა, დასავლეთ სანაპიროზე ჩადენილი ძალადობის გამო, ისრაელის 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია. სანქციები 4 ფიზიკური პირისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ის მთავრობა განიხილავს სანქციების დაწესებას თავდასხმებში ჩართული სხვა პირების წინააღმდეგაც.

დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ფაქტებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა.

გაერო-ს მონაცემებით, მას შემდეგ დასავლეთ სანაპიროზე 370 პალესტინელი დაიღუპა. მათგან უმეტესობის ლიკვიდაცია ისრაელის ძალების მიერ განხორციელდა, მაგრამ სულ მცირე რვა მათგანი დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულმა ისრაელელებმა მოკლეს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება