ხატია დეკანოიძე - ჩემი სახელით არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა - სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის

ჩემი სახელით არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა,- ამის შესახებ „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აღნიშნულით მან წამყვანის კითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობა 2“.

„მე არ ვსაუბრობ გაერთიანების სახელით. ჩემი სახელით მე არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა. ის სხვა პარტიაა. თუ შეიქმნება ერთობა, ეს იქნება იმ ადამიანების მუშაობა, წარმოსახვაზე დამოკიდებული, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა. ჯერ არ არის არც ერთობა, არც პარტია და არაფერი. თუ იქნება ალიანსი, ან რაიმე სხვა, პოლიტიკური პროცესები არსებობს, სადაც მარტო მე არ ვარ, ყველაზე იქნება გადაწყვეტილება {მისაღები}, რომ ნამდვილად ვაჩვენოთ ამომრჩეველს „ქართულ ოცნებასთან“ კონტრასტი. მე სხვასთან შეჯიბრი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რომ დემოკრატიული წყობილება იყოს, პოლიტიკა იყოს საჯარო“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ მისი ადგილი არ არის იქ, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რაიმე ინტერესი იქნება.

„მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ჩემი უთანხმოება პარტიასთან. ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, ადამიანები, ვინც რეალურად წინ არიან, ფრონტის ხაზზე, ესენი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები საკუთარი თავით ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი მოსაზრება“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, იმ ეგიდით მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა რომ „მიშა უნდა გადაერჩინათ, ეთერებში კი პრაქტიკულად აღარ საუბრობენ“.

მიხეილ სააკაშვილზე გაცილებით უფრო მცირედს საუბრობს მისი პარტია ბოლო 1 წლის განმავლობაში. იმ ეგიდით მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, რომ მიშა უნდა გადაერჩინათ, ეთერებში რომ ვხვდები პრაქტიკულად აღარ საუბრობენ, ძალიან იშვიათად. მე არ ვიცი, რატომ. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს“,-აღნიშნა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო