მიხეილ დაუშვილი - რა იცით, იქნება „ოცნების“ წევრები აქეთ მოდიან ჩვენთან, რატომ გგონიათ, რომ ვინმე უნდა მივიდეს „ოცნებასთან“

„ნაცმოძრაობა“ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც "წითელი ხაზია", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” სავარაუდო კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა „წითელი ხაზი“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია, მიხეილ დაუშვილი პასუხობს, რომ „იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის „ქართული ოცნება“ - "წითელი ხაზია“.

„ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ აღმოჩნდება, რომ „ოცნება“ უმრავლესობაში არ არის, იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, რომ აღარ იარსებებს მე ამის მჯერა. აუცილებლად წავა შიდა პროცესები, რომელსაც დღეს არავინ არ ითვალისწინებს და დღეს დაჯერება ვერც კი წარმოგიდგენიათ. ეს აბსოლუტურად რეალურია და ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც „ნაცმოძრაობა“ წითელი ხაზია. „ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობთ ჩვენ მხოლოდ 5 ნომრის ქვეშ არსებულ პარტიას, რომელსაც ეს სახელი ჰქვია, არამედ ვგულისხმობთ თავისი განაყოფებით და დანაყოფებით.

რაც შეეხება „ლელოს“, თვითონ „განაცდნენ“ და მე რა ვქნა? ვცდილობდით, ხელს ვუწყობდით, თავს გვესხმოდნენ და არ ვპასუხობდით. ათას რაღაცას გვაბრალებდნენ და ჩვენ საერთოდ ხმას არ ვცემდით, ვეუბნებოდით, რომ თქვენი დაზიანება საერთოდ არე გვინდა, ოღონდ ფეხზე დადექით, ბარიერი გადალახეთ და პარლამენტში მოხვდით, ვერ შეირგეს, მაინც „განაცდნენ“. ეს არის მოცემულობა „ნაცმოძრაობა“ წითელი ხაზია, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. „ოცნება“, რა ფორმითაც არსებობს წითელი ხაზია და წითელი ხაზი იქნება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „ოცნების" წევრებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება დაუდგეთ საჭიროება, რომ გახარიას პარტიაში გაწევრიანება ითხოვონ.

„როგორც კი „ოცნებას“ უმრავლესობა არ ექნება, იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, ვერ იარსებებს, შეუძლებელია. რა ფორმით იარსებებს ამას ყველანი ვნახავთ არჩევნების შემდეგ. რა იცით, იქნება „ოცნების“ წევრები აქეთ მოდიან ჩვენთან. რატომ გგონიათ, რომ ვინმე უნდა მივიდეს „ოცნებასთან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში