თსუ-ში ახალი სამეცნიერო, სასწავლო და სპორტული სივრცე შეიქმნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტისთვის და პროფესიული განათლების ცენტრისთვის სასწავლო დანიშნულების სივრცის შესაქმნელად მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის აშენება იგეგმება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ რექტორის მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის შეიქმნება კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები; ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დასამატებლად აღნიშნულ შენობაში სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაიმართება.

„ასევე, თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღნიშნულ შენობაში მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას მისცემს იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში და ისარგებლონ კომპლექსის მომსახურების შეღავათიანი ტარიფებით; განახლდება უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდება დამატებითი სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის, გაიხსნება 25-მეტრიანი საცურაო აუზი.

შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონკურსი, რომელშიც კომპანია „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება