თეთრი სახლი ეწინააღმდეგება კანონპროექტს, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს, მაგრამ უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარს არ უჭერენ კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა მასში უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი არ არის.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში მუშაობდა სენატორების ორპარტიულ ჯგუფთან ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის საზღვის დაცვას და უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„სწორედ მაშინ, როცა კანონმდებლობა თითქმის მზად არის, პალატის რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ. ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის დასაცავად, არაფრით უზრუნველყოფს პუტინის აგრესიისგან უკრაინელი ხალხის დაცვას და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარინე ჟან-პიერი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ეროვნული უსაფრთხოების ამ აქტუალურ საკითხებზე ორპარტიული წესით უნდა იმუშაონ, როგორც ამას ადმინისტრაცია და სენატი აკეთებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს 17.6 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას ისრაელის უსაფრთხოებისთვის, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე