ქოლ-ცენტრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი გადმოცემით, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები - თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ადვოკატმა მედიასთან, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემებიო, თავად კი არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები.

[ბრალდებული] არასდროს არ ყოფილა ამ ოფისში. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ის არცერთ ოფისში არ ყოფილა. თვითონ არანაირ საქმიანობას არ ასრულებდა", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, ბრალდებულები ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან და გამოძიება გრძელდება და მტკიცებულებითი სტანდარტიც საკმაოდ მაღალია.

„ჩვენ ამ საქმეზე ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის კონფედერაციასთან, შესაბამისად, მტკიცებულებითი სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. მათი უფლებაა აღიარებენ თუ არა. რაც შეეხება პირებს, ისინი არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბუნებრივია, შესაბამისი შედეგების შესახებ გაცნობებთ“, - განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

გამოძიების თანახმად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია