ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, კონკრეტული წესები შემოვა

ინფლუენსერებს, სავარაუდოდ, წესების დაცვა მოუწევთ - შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მითითება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა.

აღნიშნული სფეროს რეგულირებისთვის მუშაობის დაწყებას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი კი მზად 2025 უნდა წლისთვის უნდა იყოს.

კიდევ რა პირობები დაწესდება ინფლუენსერების საქმიანობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, „მთავარია გამჭვირვალობა, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა“.

„არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ინფლუენსერების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, 2024 წლის განმავლობაში, სააგენტო გეგმავს სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას, რომელიც მზად იქნება 2025 წლისთვის. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს და პირობებს, რაც ინფლუენსერმა უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას. აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერების საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქტიურად გაიზიარებს ევროკავშირის დახმარების პროექტის (Twinning) საერთაშორისო ექსპერტების, ლიეტუველი და პოლონელი კოლეგების და მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ექსპერტების გამოცდილებას“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ